ინტერპოლით ძებნილების დაკავება

ბათუმში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. დაკავებულებს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენას ედავებიან, როგორიც არის სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა, იარაღის ტარება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვა, პროსტიტუციაში ჩართვა, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა და პროსტიტუციის წახალისება.

დატოვე კომენტარი