გატაცება საოკუპაციო ხაზთან

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროვოკაციები და გატაცებები გრძელდება.

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში დღეს კიდევ ოთხი ადამიანი აღმოჩნდა. რუსი სამხედროები მათ გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს. აძვის მცხოვრებლები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი სოფელში მდებარე სალოცავთან იმყოფებოდნენ. სალოცავი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ მომენტისთვის დაკავებულები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ცხინვალის ე.წ. იზოლატორში იმყოფებიან.