თანამშრომლობის მემორანდუმი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი მედიაში დამკვიდრებული შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა. განიხილეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქართულის ენის დაცვა, განსაკუთრებით მედიასივრცეში.

ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, შემუშავდა კონკრეტული აქტივობები.