საგანმანათლებლო პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის

პრობლემა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების დროს ექმნებათ.

ქართულენოვან სკოლებში სწავლის მიუხედავად, სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა მაინც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. პრობლემის გადაჭრას და ქართული ენის სრულად ათვისების პარალელურად უმაღლესი განათლების მიღებაში დახმარებას სახელმწიფო სპეციალური პროგრამით, 1+4-ით ცდილობს, რომელზეც მიმართვის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ახალგაზრდების კიდევ უფრო წასახალისებლად წელს პროგრამაში სიახლეა. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება.