ქართული ენის დაცვის დღე - პარლამენტის თავმჯდომარის გამოხმაურება

„1978 წლის 14 აპრილს, ერთ მუშტად შეკრულმა ქართველმა ერმა უკვე მერამდენედ დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა, გადაარჩინა დედაენა, როგორც საკუთარი სიცოცხლისა და არსებობის ქვაკუთხედი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოველთვის, მაშინაც და ახლაც, არის არჩევანი, შეინარჩუნო შენი საყრდენები, თუ სხვას მიანდო შენი ბედი, შენი ხვალინდელ დღე. ისტორია მართლაც მეორდება. სხვადასხვა დროს გადასარჩენი იყო ზოგჯერ ენა, ზოგჯერ რწმენა, ზოგჯერ სახელმწიფო, ზოგჯერ კი სამივე ერთად. თავისუფლებისთვის ბრძოლის გრძელი და ეკლიანი გზა სწორედ ამ სამივეს გადასარჩენად გამოიარა ქართველმა ხალხმა, რადგან არ არსებობს ერი იდენტობის გარეშე და არ არსებობს სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე. “, – წერს პაპუაშვილი.