დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო მადრიდის კულტურის ცენტრში

დედაენის დღესთან დაკავშირებით, ესპანეთის დედაქალაქში, მადრიდის კულტურის ცენტრში ამ დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ქართული იდენტობის შენარჩუნება და ქართული ენის მნიშვნელობა – ეს ამ საღამოს მთავარია იდეა იყო, როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს. შესრულდა ქართული ცეკვები მადრიდში არსებული ქართული ანსამბლის წევრების მონაწილეობით და ასევე ქართული სიმღერები. მადრიდში აქტიურად ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტების და მათი შვილების ქართული ცეკვის, სიმღერის, თუ სხვა აქტივობების შესწავლას.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო ქართული დიასპორის და მადრიდში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.