კონკურენციის სააგენტომ კომპანიები დააჯარიმა

მონიტორინგი კვების ობიექტებში.

პროცესი რვა დაწესებულების დაჯარიმებით დასრულდა. გაირკვა, რომ აჭარაში მდებარე რამდენიმე კაფე და რესტორანი მომხმარებლებს მხოლოდ უცხო ენაზე ემსახურებოდა. და ეს მაშინ, როცა კანონმდებლობით სხვა ენებთან ერთად ქართულ ენაზე მომსახურება სავალდებულოა. კანონში გაწერილი რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგი 2022 წლიდან გამკაცრდა. მომსახურების ენის გარდა სარესტორნო ბიზნესს კიდევ არაერთი ნორმის და სტანდარტის დაცვა უწევს.