თამარ ბაგრატიასთან ერთად თანამდებობა მისმა მოადგილემაც დატოვა. განცხადება ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი აკეთებს.
ბაგრატიას განმარტებით, ამის მიზეზი მინისტრის მოადგილის მიერ მაღალ თანამდებობაზე არაკვალიფიციური კადრის დანიშვნის მოთხოვნა იყო, რაზეც თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში, ბაგრატიას მოადგილეს ხელი უნდა მოეწერა.
სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის სამსახურისთვის კონკურსის წესით შეირჩა და ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. ბაგრატია ასევე ასახელებს კონკრეტულ პირს, ვის დანიშვნასაც მას მინისტრის მოადგილე ძველი შტატის აღდგენისა და ბიუჯეტში ხელფასისთვის შესაბამისი თანხების მოძიებით სთხოვდა.
შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.