ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ქვეყანაში

„დედაქალაქსა და ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დაფიქსირებული ჰაერის ტრანს-სასაზღვრო დაბინძურება და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ქვეყანაში “- ამ თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა პრესკონფერენცია გამართა. მარინა არაბიძემ ასევე მონაცემები წარმოადგინა მთავარ დამაბინძურებლებზე ქვეყანაში და ისაუბრა ჰაერის დაბინძურების კუთხით პრობლემურ ზონებზე. მისი განცხადებით, უდაბნოს მასების ატანა ჰაერის ცირკულაციით სინოპტიკური პროცესებითაა გამოწვეული, სწორედ ამიტომ, დაბინძურება საქართველომდეც აღწევს. არაბიძე აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით დაბინძურება არ აღინიშნება.