ვითარება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია, გუშინდელ ძლიერ წვიმას მოსახლეობისთვის დამატებით პრობლემები აღარ შეუქმნია, თუმცა, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და მერიის თანამშრომლები, რათა საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივებს დახმარება აღმოუჩინონ. ადგილობრივი ხელისუფლება გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას ელოდება, რის მიხედვითაც სამოქმედო გეგმა შემუშავდება.