შემთხვევა გურამიშვილის გამზირზე - გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე მშენებარე ობიექტთან დაკავშირებით, სადაც გუშინ მიწა ჩამოიშალა, გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა გახდა ცნობილი. უწყება მერიას კონკრეტული სამუშაოების ჩატარებას სთხოვს, რათა დადგინდეს, რამდენად მდგრადია კორპუსი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ამხანაგობა „ჰაუს სთრონგის“ წარმომადგენელიც. მისი თქმით, კომპანია გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ისედაც აპირებდა.