აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. დღეს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სოფელ ნამოხვანში ისევ გამართა აქცია და კომპანია „ენკას“ რიონის ხეობის დატოვება მოსთხოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროექტი მათ საცხოვრებელ ტერიტორიას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ამიტომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და აქციებს აანონსებენ. როგორია ხელისუფლების განმარტება პროექტის მნიშვნელობაზე და როგორ აფასებს გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოზე ზემოქმედების რისკებს, – მხარეთა პოზიციები სალომე ქოქიაშვილისა და ირმა ჭოლაძის რეპორტაჟში.

მოამბე

დატოვე კომენტარი