გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან ათი წელი გავიდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს დაარსებიდან ათი წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ქვეყანაში განვითარებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენები შეაჯამა. გარემოს ეროვნული სააგენტო 2008 წელს ჰიდრომეტეოროლიგიის, გეოლოგიის და ნაპირდაცვის სამსახურების, ასევე შავი ზღვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზარზე შეიქმნა.

მასში გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი დარგები გაერთიანდა, რომლებიც ქვეყანაში გარემოსდაცვით მონიტორინგს ახორციელებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრაზე მან სააგენტოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.