ტყვიის შემცველობის მონიტორინგი რეგიონებში

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

სპეციალისტები ამჯერად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ზესტაფონში, მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის და წყლის სინჯები აიღეს.

ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა. აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.