წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

დღეს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. მისი მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას, განსაკუთრებით გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე.