ოთარ შამუგიას განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა. ოთარ შამუგიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუშინ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ზეპირი მოსმენა გაიმართა, რაშიც ყველა მხარე იყო ჩართული. რაც შეეხება პროტესტის მონაწილეების მოთხოვნას მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ოთარ შამუგიას განცხადებით, შეხვედრის პრობლემა არ არსებობს. მისი თქმით, პირველი შეხვედრა გაიმართა ჯერ რაჭაში, შემდეგ კი თბილისშიც შესთავაზეს აუდიენცია პროტესტის მონაწილეებს.