თეატრალურ სცენაზე გადატანილი საუკუნის წინანდელი მოვლენები.
რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის მედია ოპერის, „თაბაშირის იუდას“ თბილისური პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლი მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა რეპრესიების შესახებ მოგვითხრობს. პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მარინა სალუქვაძეა, მუსიკა ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის.
ერთმოქმედებიანი მედია ოპერა თბილისური პრემიერის შემდეგ ევროპულ საგასტროლო ტურნეს დაიწყებს.