ქართული თეატრის ამბავი, ანუ...

ცნობილი და უცნობი ისტორიები ქართული თეატრის ცხოვრებიდან – 27 მარტს რუსთაველის თეატრის სცენაზე თეატრის საერთაშორისო დღეს არაორდინარული ღონისძიებით აღნიშნავენ. მაყურებელი მოისმენს ამბებს რეპერტუარიდან მოხსნილ თუ ცენზურას დაქვემდებარებულ და ექსპერიმენტულ სპექტაკლებზე, გაეცნობიან თეატრის კრიტიკოსების ძველ რეცენზიებს და გაიხსენებენ სხვადასხვა სცენაზე შექმნილ ცნობილ თეატრალურ პერსონაჟებს.

რუსთაველის თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ პიესას, რომელიც კრწანისის ბრძოლიდან 20 წელიწადში დაიწერა. ღონისძიებაში მსახიობები, მომღერლები, სუხიშვილები და ოპერის თეატრის ორკესტრი მონაწილეობენ.

27 მარტს ორგანიზატორები თეატრის მოყვარულებს დროსა და სივრცეში მოგზაურობას ჰპირდებიან.