ხალხური პოეზიის საღამო „ლექსო, არ დაიკარგები“

21:59, 11.04.2024

45 წლის წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება. რუსთაველის თეატრი ხალხური პოეზიის საღამოს უმასპინძლებს.

სცენას ცნობილი და უცნობი მელექსეები დაიკავებენ, რომლებიც ეთერ თათარაიძემ და ავთანდილ არაბულმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეარჩიეს. ავტორ-მთქმელების გამოსვლებთან ერთად საღამოზე ახალი გამოცემის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელშიც ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებია შესული.

მსგავსი