45 წლის წინ დაწყებული ტრადიცია გრძელდება. რუსთაველის თეატრი ხალხური პოეზიის საღამოს უმასპინძლებს.
სცენას ცნობილი და უცნობი მელექსეები დაიკავებენ, რომლებიც ეთერ თათარაიძემ და ავთანდილ არაბულმა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შეარჩიეს. ავტორ-მთქმელების გამოსვლებთან ერთად საღამოზე ახალი გამოცემის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელშიც ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებია შესული.