ფილმის პრემიერა

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში გიორგი ჭუმბურიძის დოკუმენტური ფილმის, „რობიკოს მასტერკლასის“ პრემიერა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რობერტ სტურუას ოჯახის წევრები და კოლეგები, რუსთაველის თეატრის მსახიობები და თეატრმცოდნეები ესწრებოდნენ. ფილმი, რომელიც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა, რობერტ სტურუას დაბადებიდან 85 წლისთავს მიეძღვნა.

დოკუმენტურ ფილმში ასახულია ესქილეს ტრაგედიის, „მიჯაჭვული პრომეთეს“ რობერტ სტურუასეული სცენური ვერსია, ნაჩვენებია სპექტაკლისთვის მზადების პროცესი.