პრემიერა რუსთაველის თეატრში

2 600 წლის წინ დაწერილი ტრაგედიის სცენური ვერსია. „მიჯაჭვული პრომეთე“ – რუსთაველის თეატრის დასი ძველი ბერძენი დრამატურგის, ესქილეს პიესას დგამს. ტიტან და სასტიკად დასჯილ პრომეთეს ბედზე ცნობილი ტრაგედიის თეატრალურ სცენაზე გაცოცხლება მსახიობებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

შვიდი თვეა, რაც სპექტაკლზე მუშაობა მიმდინარეობს. ანტიკური პიესა აერთიანებს ამბავს სიყვარულზე, ღალატსა და მეგობრობაზე.

Მიჯაჭვული პრომეთეს“ პრემიერა, რუსთაველის თეატრში ხვალ 19:00 საათზე გაიმართება.