გოგი ხარაბაძე

თეატრსა და კინოეკრანზე შექმნილი გამორჩეული სახეები – ქვეყანა ცნობილ მსახიობს, რეჟისორს, მხატვრული კითხვის დიდოსტატსა და მწერალს ემშვიდობება. გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა.

რუსთაველის თეატრში მრავალწლიანი მოღვაწეობის პარალელურად წერდა წიგნებს, ჩანაწერებს, სახალხო არტისტმა შექმნა ბიბლიის უნიკალური აუდიო-ჩანაწერი, სადაც ბიბლიის ტექსტს მსახიობი თავად კითხულობს. იყო ქართველი პოეტების და მწერლების არაერთი ცნობილი ნაწარმოების აუდიო-ვერსიების ავტორიც.

გოგი ხარაბაძეს ხვალ დაკრძალავენ.