რამაზ ჩხიკვაძე - 95

რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძეს იხსენებენ.

საიუბილეო საღამოზე ცნობილი მსახიობის კინო და თეატრალური შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. წარმოადგინეს უნიკალური ჩანაწერები და უნიკალური სპექტაკლებიდან აღდგენილი ეპიზოდები. საარქივო ფოტოები, ისტორიული კადრები, კოსტიუმები, ესკიზები, მეგობრების და კოლეგების მოგონებები – საღამოს ნიკა წულუკიძე უძღვება. გამოყენებულია პირველი არხის „ოქროს ფონდში“ დაცული უნიკალური მასალები.