„ამბავი ქართული ანიმაციისა“

ცნობილი ქართული მულტფილმების შექმნის ისტორია და ნოსტალგიური მოგონებები – რუსთაველის თეატრი ანიმაციისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს. გზა 1935 წლიდან დღემდე, თოჯინური ანიმაციები, საინტერესო და სახასიათო პერსონაჟები, საერთაშორისო ფესტივალებზე აღებული პრიზები და ემოციები, რომლებიც წლების შემდეგაც არ ნელდება – 3 და 4 აპრილს დაგეგმილ საღამოზე მაყურებელი დროში იმოგზაურებს.

ქართულ ანიმაციას განსაკუთრებული მუსიკაც გამოარჩევს, შესაბამისად საღამოზე სხვადასხვა ანიმაციიდან არაერთი ყველასთვის საყვარელი კომპოზიცია ცოცხლად შესრულდება. ამბები ქართული ანიმაციის შესახებ რუსთაველის თეატრში იქნება წარმოდგენილი.