თენგიზ სუხიშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ანსამბლმა „სუხიშვილებმა“ კიდევ ერთი ცეკვის აკადემია გახსნეს. ახალი ფილიალი ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე გაიხსნა და მშობლებისა და ბავშვებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.
სასწავლო სივრცეში ბავშვებს ხუთი წლიდან მიიღებენ და გარდა ქართული ცეკვებისა, მსურველებს შეეძლებათ დამატებითი პროგრამა სამეჯლისო ცეკვების, მხატვრული ტანვარჯიშის, მოდერნისა და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების სახით აირჩიონ.
„სუხიშვილების“ ახალ ფილიალში დაგეგმილია სამოყვარულო ჯგუფების გახსნაც, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველს შესაძლებლობა ექნება ნაციონალური დასის პროგრამა შეისწავლოს.
ვარკეთილის ცეკვის აკადემიაში სასწავლო პროცესი ხვალიდან დაიწყება.