სუხიშვილების კონცერტი ბათუმში

21:45, 09.08.2022

ქართული ნაციონალური ბალეტი მორიგი კონცერტებისთვის ემზადება.

სუხიშვილები ამჯერად სამ დღიანი პროგრამით ბათუმში ჩავლენ და ზღვისპირეთში შეკრებილ აუდიტორიას როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ცეკვებს წარუდგენენ. სამი კონცერტიდან ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ბათუმში ნაციონალური ბალეტის კონცერტები 13, 14 და 15 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი