იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი

იუსტიციის სახლის ვარკეთილის ახალი ფილიალის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ახალ ფილიალში, რომელიც სულ მალე ამოქმედდება, ავეჯისა და ტექნიკის სამონტაჟო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ფილიალისთვის სპეციალურად შეიქმნა იუსტიციის სახლისთვის დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინიც. ვარკეთილის იუსტიციის სახლი, რომელიც „ჰუალინგ ჯგუფის“ ტერიტორიაზე განთავსდა, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა კომფორტზე ზრუნვას, ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ასევე, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას. ახალი ფილიალი უახლოეს პერიოდში გაიხსნება და მასში 40-მდე ოპერატორი დასაქმდება.