ბათუმის მუსიკალური ცენტრი სუხიშვილების კონცერტს უმასპინძლებს

15:24, 01.08.2023

ბათუმის მუსიკალური ცენტრი ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ კონცერტს წელს მეცამეტედ უმასპინძლებს.
ანსამბლი ოთხ კონცერტს გამართავს და ბათუმის სტუმრებს იმ პროგრამას წარუდგენს, რომლითაც საქართველოს ტრადიციებსა და კულტურას მთელს მსოფლიოს აცნობს.
ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტები ბათუმში 13 დან 16 აგვისტოს ჩათვლითაა დაგეგმილი.

მსგავსი