„მთის დღეები 2023“

„მთის დღეები“ გრძელდება – ფესტივალს ამ უქმეებზე სვანეთი, ყაზბეგი და ბახმარო მასპინძლობს. მესტიაში, უღვირის ტბასთან მთელი დღის განმავლობაში მუსიკალური, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები გაიმართება. ადგილობრივ სტუმრებსა თუ უცხოელ ტურისტებს ცნობილი შეფმზარეულები უმასპინძლებენ, საღამო კი „სუხიშვილებისა“ და ქართველი შემსრულებლების კონცერტებით დასრულდება.