„მთის დღეები 2023“ მესტიაში

მესტიაში მთის დღესასწაულს უღვირის ტბასთან აღნიშნავენ. ადგილზე მუსიკალური, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილობრივ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს ცნობილი შეფმზარეულები ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებენ. საღამო კი „სუხიშვილებისა“ და ქართველი შემსრულებლების კონცერტებით დასრულდება.

ნათია ქენქაძე მესტიიდან.