„მთის დღეები 2023“ მესტიაში

„მთის დღეები“ გრძელდება – ფესტივალი მასშტაბური ღონისძიებებით, ქვეყნის კიდევ სამ რეგიონში აღინიშნება. მესტიაში ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები დილიდან უღვირის ტბასთან არიან შეკრებილები. ადგილზე მუსიკალური, გასართობი და საბავშვო ღონისძიებები მიმდინარეობს. სტუმრებს ცნობილი შეფმზარეულები ადგილობრივი კერძებით უმასპინძლდებენ. საღამო კი „სუხიშვილებისა“ და ქართველი შემსრულებლების კონცერტებით დასრულდება.

ნათია ქენქაძე მესტიიდან.