პრემიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „დაისის“ პრემიერა გაიმართა. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა სცენაზე 2009 წლის შემდეგ არ შესრულებულა. მისი დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძე, რეჟისორი კი გოჩა კაპანაძეა. საპრემიერო სპექტაკლებში ოპერის ყველა თაობის მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტები, მოწვეული სოლისტები და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ მონაწილეობენ. პრემიერას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო.