სუხიშვილების კონცერტი ბათუმში

სუხიშვილების კონცერტი ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში – საღამოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სუხიშვილები მაყურებლის წინაშე ტრადიციული და თანამედროვე რეპერტუარით წარდგნენ. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე აჭარას უპრეცედენტო რაოდენობის ვიზიტორი სტუმრობს.

ბათუმში, როგორც იუნესკო-ს მუსიკის ქალაქში, უკვე გაიმართა შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი, ასევე უმასპინძლა „შავი ზღვის ჯაზფესტივალს“. 2022 წლის განმავლობაში ბათუმში არაერთი საერთაშორისო ფესტივალი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.