სსმ-ის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ საბჭოებს ქმნის

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ საბჭოებს ქმნის.

მიზანი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის აზრის გამოკითხვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებაა.

საბჭოები საპილოტე რეჟიმში ოთხ რეგიონს მოიცავენ. ესენია: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და იმერეთი.

თითოეულ რეგიონში იქნება საბჭოს ერთი წევრი, რომელსაც დაევალება ყოველთვიური შეხვედრები ჩაატაროს თავის რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფებთან და მოგვიანებით, კვარტალური ანგარიშები მოამზადოს.

თავის მხრივ, წელიწადში ერთხელ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრებს ბორდის წევრებიც გამართავენ.