დებატები – მხარეთა პოზიციები
კი თუ არა, – ცალსახა პასუხი ოპოზიციის ნაწილისთვის ჯერ ისევ რთული სათქმელია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე დებატები გაიმართოს, ოპოზიციურ სპექტრში ჯერ ისევ მსჯელობენ. ვინ უპირობოდ და ვინ რა პირობით მიიღებს მონაწილეობას შეთავაზებულ ფორმატში. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის წინაპირობად – ახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე პოლიტიკოსებისა და აქციების დროს დაკავებულების ციხიდან გათავისუფლებას ასახელებენ.
საკითხი პოლიტიკური განსჯის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას სატელევიზიო დებატების გახსნის ინიციატივით მიმართა. მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში საჯარო დისკუსიის დაბრუნებაა. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი, ისევე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მზად არის, დაიწყოს დებატები.