შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელში - ფილმის ჩვენება

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობდნენ. ტელევიზიაში მათი სტუმრობა პროექტს „შეიცანი შენი ქვეყნის“ ფარგლებში დაიგეგმა. გაიმართა ფილმის, „ეგრისის დიდი ომი“ ჩვენება. ეს იყო საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა, რომელიც სამოქალაქო განათლების დონის ზრდასა და ქვეყნის ისტორიის უკეთ შესწავლას ისახავს მიზნად.