საერთაშორისო აუდიტის უპირობო დადებითი დასკვნა საქართველოს პირველი არხის ფინანსურ ანგარიშგებაზე

საქართველოს პირველი არხის 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, შპს „მოორ ეიბისიმ“ უპირობო დადებითი დასკვნა მოამზადა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს მიერ შერჩეული, საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ ყოველწლიურად მოწმდება. პროცესი მოიცავს ფინანსური ანგარიშგებების, სახელმწიფო შესყიდვებისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ, ყველა ამ მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა, დარღვევა ან კანონმდებლობასთან შეუსაბამობა, არცერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუდიტის დასკვნა პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის წლიურ ანგარიშთან ერთად განიხილავს.