მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადება

12:17, 10.03.2026

საქართველოს მთავრობა ოფიციალურ ვებგვედზე განცხადებას ავრცელებს, რაც სატელევიზიო დებატების დროს გამოთქმულ საკითხს ეხება, რომელიც ბაზალეთის ტბაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვებს შეეხება. „თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც, თავის მხრივ, მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს „სწავლების ცენტრზე”, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია „ცოდნის ფონდი“.

კერძო მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს „იორკთაუერზე“, რომელსაც ამჟამად შპს „იორკ ჰოლდინგ გრუპი“ ეწოდება და რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი