„მაუწყებლობის 100 წელი“ – ფილმის პრემიერა

18:42, 30.12.2025

საქართველოს პირველი არხის კინოდარბაზილუზიონში“ რეჟისორ ირაკლი გოქაძის ფილმის, „მაუწყებლობის 100 წელი“ პრემიერა გაიმართა.

ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა მიმართა. დოკუმენტურ ფილმში, პოლიტკოვსკაიას №31-ში მდებარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტირების, მშენებლობის, აღჭურვის ეტაპებია ნაჩვენები, თუ როგორ იქმნებოდა რეგიონში ყველაზე მასშტაბური მედია-ჰაბი, რომელიც ორ ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და ორ კორპუსს აერთიანებს. ეკო მწვანე შენობაზე, რომელიც არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული გახდა, ულტრათანამედროვე სტუდიებსა და საქართველოში, ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური პავილიონების შესახებ ფილმში, ის ადამიანები საუბრობენ, ვისაც უშუალოდ მიუძღვის წვლილი საქართველოს ახალი ტელევიზიის შექმნაში. დოკუმენტური ფილმის სატელევიზიო პრემიერა, დღეს 20 საათზე გაიმართება.

მსგავსი