სოციალური მუშაკების მოთხოვნა

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული მუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.

მათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართეს. 20-პუნქტიან განცხადებაში სოციალური მუშაკები ითხოვენ, შეიქმნას და დაინერგოს სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების სქემა. ასევე დაუყოვნებლივ შეიქმნას რეაგირების ჯგუფი მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და გაიზარდოს ყველა სერვის-ცენტრში სოციალური მუშაკების რაოდენობა.

სოციალური მუშაკების მოთხოვნებს უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში დაწყებულია რეოგრანიზაციის პროცესი, რომელშიც თავად სოციალური მუშაკებიც არიან ჩართული. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.