სოციალური აგენტების პროტესტი

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვს. სოციალური აგენტები არსებულ შრომით პირობებს აპროტესტებენ და ანაზღაურების 100%-ით გაზრდასა და ტრანსპორტის ხარჯების უზრუნველყოფას ითხოვენ. 400-მდე სოციალური აგენტი უკვე მეოთხე დღეა გაფიცულია და ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს. ცნობისთვის, 16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 60%-მდე გაიზრდება. სოციალური აგენტებისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და როგორც აცხადებენ, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.