სოციალურ მუშაკთა გაერთიანების საჩივარი

სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავა დაიწყო. ისაუბრეს ოთხი სოციალური მუშაკის გათავისუფლებაზე. სოციალურ მუშაკთა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სოცმუშაკებს უსამართლოდ შეუწყვიტეს კონტრაქტები. მოითხოვეს მათი სამსახურში აღდგენა და უვადო ხელშეკრულების გაფორმება.