„ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“

„ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ – შვედეთის მხარდაჭერით ოთხწლიანი საპილოტე ინიციატივის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოში ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მხარეებს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინიციატივა ხელს უწყობს სიღარიბეში მცხოვრები 780 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში, შერჩეული ოჯახები ოთხი წლის მანძილზე საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ: სოციალური დაცვა, საარსებო წყაროების უზრუნველყოფა, ფინანსური განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით World Vision გერმანიის, World Vision საქართველოსა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ხორციელდება.