სოციალურმა მუშაკებმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან აქცია გამართეს. მათ სხვადასხვა დაწესებულებებიდან სოციალური მუშაკების გათავისუფლება გააპროტესტეს. შეკრებილების განცხადებით, ხელშეკრულება შეუჩერდათ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ ორ სოციალურ მუშაკს და ერთ ფსიქოლოგს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა პრობაციის ეროვნულმა სააგენტომაც, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ.