„მადლობა ზრუნვისთვის“

„World Vision საქართველომ“ ევროკავშირის მხარდაჭერით მინდობით აღმზრდელებისა და სოციალური მუშაკებისთვის ღონისძიება გამართა.

ღონისძიება სახელწოდებით „მადლობა ზრუნვისთვის“, მიზნად ისახავს სოციალური მუშაკებისა და მიმღები მშობლებისთვის მადლიერების გამოხატვას, წლების განმავლობაში მოწყვლად ბავშვებზე ზრუნვისა და თავდადებისთვის. საქართველოში მინდობით აღზრდის მომსახურების და სოციალური მუშაობის განვითარება, „World Vision საქართველოს“ პროექტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. დღევანდელი ღონისძიება კი ერთგვარი მოწოდებაა ფართო საზოგადოებისთვის დააფასონ მიმღები მშობლებისა და სოციალური მუშაკების შრომა და მათი ყოველდღიური საქმიანობა.