თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სოციალური მუშაკების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი საქმიანობის განვითარება ქვეყანაში წლების განმავლობაში სწორედ დასავლეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, ევროპული კურსის შეცვლა კი უარყოფითად აისახება მათ საქმიანობაზე და იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საჭიროებენ დახმარებას. აქციის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.