18-წლიანი კონტრაქტი ვადაზე ადრე დაირღვა – 10 აპრილიდან „სითი-პარკს“ თბილისიდან გასვლა იძულებით მოუწევს.
მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში პარკირების რეგულირებას ქალაქის სატრანსპორტო კომპანია გადაიბარებს.
დედაქალაქის მთავრობა „სითი-პარკს“ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასა და საპარკინგე ადგილების მოუწყობლობაში ადანაშაულებს.
თავის მხრივ მერიას კონტრბრალდებას უყენებს ხელშეკრულების მეორე მხარე, რომელიც კომპენსაციას ითხოვს და სამართლებრივი დავისთვის ემზადება.