„სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერა 

6 000-მდე მოქალაქეს „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმების გადახდა აღარ მოუწევს.

კომპანიასთან მორიგების შემდეგ თბილისის მერია პარლამენტში გადასაგზავნად ამნისტიის აქტს ამზადებს. შეთანხმების შედეგად, სწორედ დედაქალაქის მთავრობას გადაეცა „სითი პარკის“ მატერიალური აქტივები. მერიამ 850 000 ლარის ოდენობის ჯარიმების მოთხოვნის უფლებაც მიიღო, თუმცა მათ აღსრულებას აღარ აპირებს. ამნისტია შეეხება ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც გადაუხდელი ჯარიმები 2018 წლის აპრილამდე დაუგროვდა. სწორედ ამ დროს შეუწყვიტა მერიამ ვადაზე ადრე „სითი პარკს“ 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტი.