საცობების პრობლემა და სატრანსპორტო პოლიტიკა

ავტობუსების გარდა მგზავრთა ნაკადების დარეგულირება მეტროშიც ვერ ხერხდება.

მგზავრების დიდი რაოდენობა გადატვირთულობის პრობლემას ქმნის, რაც განსაკუთრებით სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ გამწვავდა. ნაკადების მართვა და რიგების მოწესრიგება მერიამ ადგილზე მონიტორინგის თანამშრომლების გამწესებით სცადა, თუმცა პრობლემა მაინც ვერ გვარდება. დედაქალაქის მთავრობა ამჯერად ამოსასვლელების და ავტომატური გამშვები მოწყობილობების რაოდენობის გაზრდას აპირებს. საკრებულოს ოპოზიცია ექსპერტებთან ერთად ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს და მერიას ალტერნატიულ წინადადებებს სთავაზობს.